ჟურნალის შესახებ

ჟურნალი „სპეკალი” ჩაფიქრებულია, როგორც თანამედროვე სამეცნიერო ელექტრონული გამოცემა, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში და, მეორე მხრივ, გააცნოს ქართულ აკადემიურ წრეებს საზღვარგარეთული ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე დონე, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიისა და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებას. ჟურნალი მოწოდებულია, შექმნას კონსტრუქციული შემოქმედებითი გარემო მასში წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგების შემდგომი აღმავლობისათვის; პოპულარიზაცია გაუწიოს მათს თანამედროვე მიღწევებს.

მიმდინარე გამოცემა

No. 19 (2025): სპეკალი
					ნახვა No. 19 (2025): სპეკალი
გამოქვეყნებული: 2025-12-11
ყველა გამოცემის ნახვა